რა შეზუდვები მოიხსნება დღეიდან

Tbilisi Daily

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი. ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, დღეიდან იხსნება შემდეგი შეზღუდვები: ► სრულად გაიხსნება მიმოსვლა თბილისში და ყველა შეზღუდვა შესვლასა და გასვლაზე უქმდება. ► გაიხსნება ყველა სახის წარმოება; მათ შორის საგამომცემლო საქმიანობა. ► ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც შესასვლელი ქუჩიდან აქვს. ეს არ ეხება მოლებს და ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით მოვაჭრე მაღაზიებს; ► ავტო-სამრეცხაოები და ავტო-სერვისები; ►კომპიუტერების, პირადი და საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი; ► სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება; ბიზნესოპერატორებმა თუ სხვა დაწესებულებებმა უნდა დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციები, რომელიც თითოეული სექტორისთვის არის შემუშავებული. შეზღუდვების მოხსნა ამ ეტაპზე არ ეხება სავაჭრო ცენტრებს (მოლებს), სილამაზის სალონებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. მთავრობას შემუშავებული აქვს შეზღუდვების შემსუბუქების 6-ეტაპიანი გეგმა, თუმცა, როგორც გახარიამ აღნიშნა, სიტუაციიდან გამომდინარე შესაძლებელი ხდება სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და შემსუბუქების პროცესის დაჩქარება. საქართველოს მთავრობაში განმარტავენ, ძალაში რჩება კომენდანტის საათი,რომელიც საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ყოველგვარ გადაადგილებას კრძალავს.