Ქუთაისში კორონავირუსით გარდაცვლილ 57 წლის კაცს თანმდევი დაავადებები ჰქონდა
Tbilisi Daily
ახალ კორონავირუსულ ინფექციას ქუთაისში 57 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. პაციენტი მკურნალობის კურსს კლინიკა „ბომონდი“-ს კოვიდცენტრში გადიოდა.
პაციენტი კლინიკაში 18 ოქტომბერს ორმხრივი პნევმონიითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით შევიდა. 20 ნოემბერს კაცი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს.
პაციენტს ასევე ჰქონდა გულის იშემიური დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. კლინიკაში შემოსვლის მომენტისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - ამბობს კლინიკა „ბომონდი“-ს კლინიკური მენეჯერი, მამია ყიფიანი.
ამ დროისთვის კოვიდცენტრში მკურნალობის კურსს 110 პაციენტი გადის. კოვიდცენტრში მკურნალობს 25 ორსული და მელოგინე. სამედიცინო დაწესებულებაში ვირუსი 250-მა პაციენტმა დაამარცხა.