Covid19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 787 ათასს გადააჭარბა
Tbilisi Daily
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 787 672 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსის 22 411 300 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა კი 15 მილიონს გადააჭარბა.
კორონავირუსს ყველაზე მეტი ადამიანი აშშ-ში ემსხვერპლა, მეორე ადგილზეა ბრაზილია, მესამე ადგილს კი ინდოეთი იკავებს.
#ახალიამბები