გორის მუნიციპალიტეტის მერმა ცხრა აპრილის სკვერი ტიტებით შეამკო

Gori Daily

„ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი ტიტებით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის თავდადებულ გმირთა სულებს. "ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ამ ადგილას ვერ ვახერხებთ ერთად შევიკრიბოთ და გავიხსენოთ ის ადამიანები, ვინც საკუთარი სისხლით ქვეყანას თავისუფლება მოუტანა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ დიდი განსაცდელის მიუხედავად, ყველას ახსოვს 1989 წლის 9 აპრილი. მინდა ამ ადამიანების წინაშე ქედი მოვიხარო. მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა, ისე როგორც სხვა განსაცდელის დროს, ახლაც შეძლებს გაუმკლავდეს ამ გამოწვევას. დიდება გმირებს და ღმერთი იყოს სრულიად საქართველოს მფარველი ." #მადლობათავისუფლებისთვის “ ნათქვამია, გორის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში. #გორისმუნიციალიტეტი #შიდაქართლი #გორისმერია #goridaily