ახალი კოვიდ კერები აჭარაში 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის21 ახალი შემთხვევა დადასტურდა. რეგიონში რამდენიმე ახალი კოვიდკერა გაჩნდა. დღეს ცნობილი გახდა, რომ ვირუსიდაუდგინა ბათუმისიუსტიციის სახლის თანამშრომელს. რის გამოც უწყებამმოქალაქეთა მიღება დროებით შეაჩერა. აჭარის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, გუშინ რამით მოხდა შენობის დეზინფექცია. ამ ეტაპზე ინფიცირების წყარო ცნობილი არ არის და გაფართოებული კვლევები მიმდინარეობს. იუსტიციის სახლი მოქალაქეებს წინასწარი ჩაწერით ემსახურებოდა. კიდევ ერთი კერა - ე.წ. ხოფის ბაზრობაა, სადაც ამ წუთებშიც მიმდინარეობს მოვაჭრეების ტესტირება. 8 სექტემბრის მონაცემებით ვირუსი დადასტურებული აქვს სამ მოქალაქეს. ისინი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის სექციებში მუშაობდნენ. შეხება ჰქონდათ ათობით ადამიანთან. ამიტომ ბაზრობა დაკეტილია და საბოლოო პასუხების შემდეგ გახდება ცნობილი მუშაობისგანახლების თარიღი. ასევე ცოვიდ-19 დაუდგინდაბათუმში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ თანამშრომელს. პირი მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ დაწესებულებაში. თანამშრომლებს უტარდებათ PCR ტესტირება, ხოლო შენობაში განხორციელება დეზინფექცია. აჭარის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, სხვა შემთხვევები უკვე დადასტურებულ პირებთან კონტაქტებს უკავშირდება. რუსუდან შავიშვილის თქმით, ინფიცირებულებს შორისაა აჭარისჯანდაცვის მინისტრის ძმაც, რომელსაც კავშირი ჰქონდა საკონდიტრო მაღაზია ''დონასთან''. მას პირველი ტესტი პასუხი უარყოფითი ჰქონდა განმეორებითმა კი დადებითი შედეგი აჩვენა. შავიშვილისგანმარტებით, მინისტრს ბოლო პერიოდის განმავლობაში ძმასთან კონტაქტი არ ჰქონია. და კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც პედაგოგს უკავშირდება. კორონავირუსიგუშინ დაუდასტურდა მასწავლებელს, რომელსაც შეხება ჰქონდა ორ სკოლასთან და მისივე კოლეგეეთან. დღეს, 8 სექტემბერს საქართველოში covid-19 45 ადამიანს დაუდასტურდა, რაც რეკორდული ციფრია.