ავიაკომპანიებმა თებერვლის განრიგი დაამტკიცეს

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ავიაკომპანიებმა თებერვლის თვის განრიგი დაამტკიცეს.ამ ეტაპზე დადასტურებული ფრენების განრიგი ასეთია: თბილისი-ვარშავა: 3, 6, 13 და 20 თებერვალი; ვარშავა-თბილისი: 2, 5, 12 და 19 თებერვალი; ათენი-თბილისი-ათენი: 22 თებერვალი; კიევი-თბილისი-კიევი: შესრულდება ყოველ ხუთშაბათს და კვირას; კიევი-თბილისი: შესრულდება ყოველ პარასკევს და კვირას; თბილისი-კიევი: შესრულდება ყოველ ორშაბათს და შაბათს; მინსკი-თბილისი: 4, 11, 18 და 25 თებერვალი; თბილისი-მინსკი: 5, 12, 19 და 26 თებერვალი. დღეიდანსაქართველოში საჰაერო გზით შემომსვლელი როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, საზღვრის კვეთის რეჟიმი მსუბუქდება. საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ არჩევანის უფლება, შემოვიდნენ ქვეყანაში PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით და გადაინაცვლონ 8-დღიან თვითიზოლაციაში, ან თვითიზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს, საკუთარი ხარჯით კიდევ ერთი PCR-ტესტი ჩაიტარონ, რა შემთხვევაშიც თვითიზოლაციიდან თავისუფლდებიან საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც საჰაერო საზღვრით შემოსვლისას თან არ ექნებათ ნეგატიური PCR-ტესტი, დღეს მოქმედი 12-დღიანი თვითიზოლაციის ვადა 8 დღემდე მცირდება. უცხო ქვეყნების მოქალაქეები, ნებისმიერი ტიპის კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების, რაც ორ სრულ დოზას გულისხმობს, დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, საქართველოში უპირობოდ შემოსვლას შეძლებენ. თვითიზოლაციის ვალდებულება უქმდება არავაქცინირებული ვიზიტორებისთვის, რომლებიც არიან - ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების და ბაჰრეინის მოქალაქეები ან რეზიდენტები. აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველოში, მათ შორის ტრანზიტულად შემოსვლის შემთხვევაში, მოქალაქე ან რეზიდენტმა ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს, საკუთარი სახსრებით სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR-ტესტი.