ყირგიზეთის პრეზიდენტი მზადაა ახალი მთავრობის დამტკიცებისთანავე გადადგეს

Tbilisi Daily

ყირგიზეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზად არის, მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ თანამდებობიდან გადადგეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ამის შესახებ სოორონბაი ჟეენბეკოვმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ოპოზიციის მხარდამჭერებმა მთავრობის შენობები დაიკავეს და საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. მიუხედავად ამისა, ოპოზიციური ძალები მთავრობის ახალ შემადგენლობაზე ჯერაც ვერ თანხმდებიან. ყირგიზეთში საპროტესტო ტალღა კვირას ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო.