ძლიერი წვიმის შედეგად შექმნილი პრობლემები ფოთში.

Zugdidi Daily

ფოთში ძლიერი წვიმისა და უხვი ნალექის შედეგად პრობლემები შეიქმნა. დაიტბორა ათამდე ცენტრალური ქუჩა, საცხოვრებელი სახლის ეზოები და სახლის პირველი სართულები. ქალაქში არსებული წყალგამტარი სისტემა, რომელიც სრულიად უფუნქციოა, ყოველი უხვი ნალექისა და ძლიერი წვიმის დროს ქმნის პრობლემას. დატბორვისთანავე მობილიზდა ყველა შესაბამისი სამსახური, სატუმბი სამსახური უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა. #ფოთი #ძლიერიწვიმა #უხვინალექი #პრობლემები #სამუშაოები #სატუმბისამსახური #zugdididaily _____________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com