პრემია "საბას" ფინალისტები ცნობილია

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ლიტერატურული პრემია "საბას" 2020 წლის ფინალისტების სია, რომელიც ასე გამოიყურება.  ნომინაცია წლის საუკეთესო რომანი: "ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ახალი დასახვრეტებისა" - ბესო სოლამონაშვილი; "ზინკა ადამიანი" -  ანა კორძაია-სამადაშვილი; "აუდიტორია" - ლაშა ბუღაძე; "ფარშევანგი" - აკა მორჩილაძე; "ქრონიკული დაღლილობის სურნელი" - ალეკო შუღლაძე; წლის საუკეთესო პროზაული კრებული: "გასეირნება დროთა სივრცეში" - მამუკა დოლიძე; "გაქცევის ტყვეობა" - ვახტანგ კომახიძე; "გიდი" - ლექსო პაიკაძე; "არაფერი დედაჩემის შესახებ" -  ეკა ქევანიშვილი; ნომინაცია წლის საუკეთესო პოეტური კრებული: "დედაჩემმა მითხრა რომ"   - კატო ჯავახიშვილი; "21-ე საუკუნის დასაწყისის პოეტი" - შოთა იათაშვილი; "დიდი სმა" - ბესიკ ხარანაული; "სიყვარულის შავი ყუთი 3" - ტარიელ ჭანტურია; "სადგურებს შორის" - ნატო ინგოროყვა; წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა: "თუ საჭიროა გათქმევინებთ" - შორენა ლებანიძე; "შიშო გამოდი გარეთ" - ნათია ფანჯიკიძე; "სხვა ენა" - გიორგი მაისურაძე; "ზამთარი გადატანილია" - გურამ წიბახაშვილი; "ნაგერალა 80" - გელა ჩარკვიანი; "ვინილომაგია - ვინილომანია" - თემურ ტონია; "გაუზავებლად" - კახა თოლორდავა; "სოციალური სიცილი" - სალომე აფხაზიშვილი; წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი: "მშვიდობით ძია გერშვინ" - მაია ცირამუა;  4,3,2,1 - პოლ ოსტერი, მთარგმნელი ელისო ფანცხავა; "მეხამრიდი" - მართა ურუშაძე; "წერტილის შემდეგ" - ნინი ელიაშვილი; "გასტონის კრეპერია" - მაკა ცხვედიანი; "ფეხბურთის მოთამაშე" - არჩილ ფირიაშვილი; წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა: რილკეს ელეგიები - გურამ ლებანიძე; "პოეტიკური ჩანაწერები" - რამაზ ჭილაია; "ქართულ ოლიმპზე და მის ირგვლივ" - ზაზა აბზიანიძე; წლის საუკეთესო პიესა: "დიდი შესვენება" - დავით ფირცხალავა; "მარინა რევია" - ალექს ჩიღვინაძე; "მეორე ნახევარი" - მაკა კუკულავა; პრემია "საბა მეთვრამეტედ ჩატარდება. წელს ამ ჯილდოზე 250-მდე წიგნი იყო წარდგენილი. გამარჯვებულები კი ცხრა ნომინაციაში გამოვლინდებიან. სამ კვირაში ცნობილი გახდება თარგმანის ფინალისტების სია. ხოლო მეცხრე, ბოლო ნომინაციის გამარჯვებული -  ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოების ცერემონიალზე დასახელდება. https://www.radiotavisupleba.ge/a/30833022.html #ახალი_ამბები #twitter