როგორ მართავს თბილისის მერია რიგებს მეტროებთან

Pirveliradio Ge

მოქალაქე ირაკლი ლეჟავა Facebook-ზე ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ მეტროს შესასვლელთან მოქალაქეები დისტანციას არ იცავენ და ერთმანეთთან მჭიდროდ დგანან. "ასე აკონტროლებს გლდანში მთავრობა მგზავრთა ნაკადს, რეალურად უარესს შვება. სანამ ამ ლაბირინთებს გააკეთებდნენ რიგი საერთოდ არ იყო," – წერს მოქალაქე ირაკლი ლეჟავა.