Covid-19-ს იტალიელი ოლიმპიური ჩემპიონი დონატო საბია ემსხვერპლა

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141046 იტალიელი ოლიმპიური ჩემპიონი, საშუალო დისტანციაზე მორბენალი დონატო საბია Covid-19-ის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია იტალიის ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ ვებ-გერდზე ვრცელდება. 56 წლის საბია რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა რეანიმაციაში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპორტსმენი ოლიმპიური თამაშების პირველი ფინალისტია, რომელიც ახალ კორონავირუსს ემსხვერპლა.