სამხედრო იერიშების საფრთხის გამო შაბათს უკრაინის ყველა რეგიონში გამოცხადდა საჰაერო განგაში

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

სამხედრო იერიშების საფრთხის გამო შაბათს უკრაინის ყველა რეგიონში გამოცხადდა საჰაერო განგაში. უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, წუხელ ოლქი დაიბომბა. მისი თქმით, ყველაზე მძიმე დარტყმები მიაყენეს ნიკოპოლს, რომელსაც 40-მდე ჭურვი ესროლეს. „დაზიანებულია ერთ-ნახევარი ათეული მრავალსართულიანი კერძო სახლები, სამეურნეო შენობები და გაზსადენი,“ დაწერა რეზნიჩენკომ „ტელეგრამში“. როგორც BBC იუწყება, ღამით რუსეთის ჯარებმა სარაკეტო იერიში განახორციელეს ზაპოროჟიეს ოლქში. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ სტარუხის თანახმად, დაზიანებულია რამდენიმე საწარმო. „დღეს ნაშუაღამევს მტერმა S-300 რაკეტებით მოიტანა იერიში. დარტყმების შედეგად დაზიანებულია სამი საწარმოს შენობები და ავტომობილები. საბედნიეროდ, ადამიანები უვნებელი დარჩნენ,“ დაწერა სტარუხმა „ტელეგრამში“. https://www.radiotavisupleba.ge/a/32116990.html

Source: radiotavisupleba.ge