შაქარაშვილის მკვლელობაზე ბრალი 5 პირს წაუყენეს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს პროკურატურამ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალი 5 პირს წაუყენა. ამ საკითხზე ბრიფინგი პროკურატურაში ამ წუთებში იმართება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილით ჯგუფურად განზრახ მკვლელობა 13-დან 17 წლამდე პატიმრობით ისჯება.
შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. მათგან 6 არასრულწლოვნის საქმე ცალკეა გამოყოფილი, რადგან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი პროცესების დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვს, დანარჩენი 11 პირის ბრალეულობას კი სასამართლო ცალკე პროცესზე განიხილავს.
მასალა ახლდება
https://www.radiotavisupleba.ge/a/30777754.html
#ახალი_ამბები
#twitter