უკრაინა და ნატო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ
Interworld
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ტარანმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 9 ივლისს შემდგარი სატელეფონო კავშირით აღმოსავლეთ უკრაინასა და შავი ზღვაში არსებული მდგომარეობა განიხილეს და რეგიონში სამხედრო ყოფნის გაძლიერების საკითხზე შეთანხმდნენ.
მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება შავი ზღვის რეგიონის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სივრცეების დამატებითი ძალებით და აღჭურვილობით გაძლიერებაზე, ასევე საავიაციო პატრულირებისა და ალიანსის წევრი-ქვეყნების კუთვნილი საზღვაო ხომალდების წარმომადგენლობის ზრდაზე.
„უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ინიციატივა გამოხატა მოხდეს მეტი ინფორმაციის გაცვლა რეგიონში არსებული მდგომარეობის თაობაზე და ნატო-ს წევრები, შემოდგომაზე, უკრაინის სამხრეთში დაგეგმილ სტრატეგიულ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია“, - ნათქვამია თავდაცვის უწყების ოფიციალურ განცხადებაში.
მხარეები თანხმდებიან, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მდგომარეობა კვლავ უარესდება, იმის გამო, რომ რუსეთი აგრძელებს მისი სამხედრო წარმომადგენლობის ზრდას ამ ტერიტორიაზე, რითაც ძალთა ბალანსს ცვლის.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ოფიციალური კიევის შეუქცევად სტრატეგიულ კურსს ნატოს ალიანსის სრულუფლებიანი წევრობის მიღება წარმოადგენს და აქვე მან მადლობა გადაუხადა ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოს უკრაინის, როგორც ე.წ. გაფართოებული შესაძლებლობების ქვეყნად (Enhanced Opportunity Partner (EOP) მიჩნევის გამო.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#NATO #Ukraine #defense #Black #Sea #region #interworld
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#ახალიამბები
#პოლიტიკა