პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი თვითიზოლაციაშია
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი თვითიზოლაციაშია. მეუფე ანტონს, რომელთანაც მას კონტაქტი ჰქონდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლებას საპატრიარქოდან მიაწოდეს.
პატრიარქის ექიმი, ცისანა შარტავა ვარაუდობს, არც შორენა თეთრუაშვილს დაუდასტურდება ვირუსი, რომელსაც პატრიარქთან კონტაქტი 4 იანვარს, მის დაბადების დღეზე ჰქონდა.
"მეუფე ანტონთან ჰქონდა კონტაქტი, რომელთანაც კონტაქტი ჰქონდა შორენა თეთრუაშვილს. ის 4 იანვრიდან არის თვითიზოლაციაში. ამ დროს ის გადამდები ვერ იქნებოდა. როგორც კი დადასტურდა მეუფეს ვირუსი, მოხდა კონტაქტების თვითიზოლაციაში... როცა მეუფე ანტონს არ შეხება ჰქონდა პატრიარქთან, ის არ იყო გადამადები", - აცხადებს ექიმი.
შარტავა ამბობს, რომ ახლა შორენა თეთრუაშვილისთვის ჩატარებული ტესტის პასუხს ელოდებიან.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31037559.html
#ახალი_ამბები
#twitter