ბასილაშვილი იტალიური ტურნირის მეოთხედფინალშია

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიის ქალაქ კალიარიში მიმდინარე ATP-ის 250 ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა. ქართველი ჩოგბურთელი მერვედფინალში სლოვაკ იოზეფ კოვალიკის დაუპირისპირდა და დაძაბულ სამ სეტში 4:6, 6:4, 7:5 მოუგო. ბასილაშვილისა და კოვალკის დაძაბული შეხვედრა 3 საათს გაგრძელდა. მეოთხედფინალში ნიკოლოზი 30 წლის გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს შეხვდება, რომელიც ტურნირზე მეხუთე ნომრად არის განთესილი. ამ დროისთვის ქართველი მსოფლიო რეიტინგში 37-ე ადგილზეა, გერმანელი ჩოგბურთი კი კლასიფიკაციაში 41-ე პოზიციას იკავებს. ბასილაშვილისა და შტრუფის მატჩი 9 აპრილს 13:00 საათზეა ჩანიშნული.