„სან ანტონიოს“ მთავარმა მწვრთნელმა, Black Lives Matter-ის აქციის ფარგლებში, დაჩოქებაზე უარი განაცხადა
Tbilisi Daily
„სან ანტონიოს“ მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა „საკრამენტოსთან“ თამაშის წინ, Black Lives Matter-ის („ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“) აქციის ფარგლებში, დაჩოქებაზე უარი განაცხადა, - ამის შესახებ Sporting News-ი წერს.
პოპოვიჩმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ყველა ადამიანმა დამოუკიდებლად უნდა მიიღოს და თითოეულ საკითხზე ჰქონდეს ისეთი რეაგირება, როგორიც თავად სურს.
თუ რატომ მოიქცა ასე და რას ფიქრობს კონკრეტულად ამ თემაზე, ამის შესახებ „სპურსისა“ და ამერიკის შეერთებული შტატების კალათბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს არ უსაუბრია.
„სან ანტონიო სპურსსა” და „საკრამენტო კინგზს” შორის გამართული შეხვედრა პოპოვიჩის მომზადებულმა გუნდმა 129:120 მოიგო.