რამდენმა პირმა მიიღო დახმარება აჭარაში ანტიკრიზისული გეგმით?
Tbilisi Daily
"ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში რეგიონში 60 000-ზე მეტმა პირმა დახმარებით უკვე ისარგებლა" - ამბობს თორნიკე რიჟვაძე. საუბარია, როგორც თვითდასაქმებულებისთვის გამოყოფილ ერთჯერად დახმარებაზე, ასევე, ექვს თვეზე გადანაწილებულ კომპენსაციაზე.
აჭარის მთაბრობის თავმჯდომარის თქმით, კომუნალური ხარჯების სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში აბონენტების, დაახლოებით, 60-70%-მა ისარგებლა.
რეგიონის პირველი პირი ამ წუთებში აჭარის უმაღლესი საბჭოს ანგარიშს აბარებს.