ქობულეთში "აჭარა ტექსტილის" ხუთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ქობულეთში სამკერვალო ფაბრიკის, 'აჭარა ტექსტილის' ხუთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.საწარმოს დირექტორი გია ლომინაძის თქმით, ინფიცირებულთაგან სამი თვითიზოლაციაშია, ერთისაკარანტინე ზონაში, ხოლო 1 ქობულეთის კლინიკაში.
მისივე განცხადებით,ბოლო 2 დღის განმავლობაში პისიარტესტირება 700-მდე პირს ჩაუტარდა, და პასუხებს ელოდებიან.
საწარმომ დროებით მუშაობა შეაჩერა.თანამშრომლები კი თვითიზოლაციაში არიან.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადებით, კომპანიის გადასაწყვეტია, როდის და რა შემადგენლობით გააგრძელებენ მუშაობას.
''აჭარა ტექსტილში'' წინა პერიოდში იყო გამოვლენილი შემთხვევები. პროტოკოლის მიხედვით, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, განისაზღვრა კონტაქტები, შეფასდა მათი სამსახურეობრივი ლოკაცია, ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. მათ, როგორც ახლო კონტაქტებს ჩაუტარდათ კვლევა და დამატებით გამოვლინდა რამდენიმე ახალი შემთხვევა, მაგრამ ეს ადამიანები სამსახურში არ დადიოდნენ.
გუშინ ''აჭარა ტექსტილი'' არ მუშაობდა.პასუხების მიხედვით, პერიოდის გათვლით და რისკების შეფასებით ეს უკვე დაწესებულების გადასაწყვეტია ჩვენი რეკომენდაციის საფუძველზე რა შემადგენლობით გააგრძელებენ მუშაობას'' - განაცხადა ნონა ეფაძემ.