როდის აღუდგება თამარის დასახლებას წყალმომარაგება
Batumi Daily
"ბათუმის წყლის" ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო, თამარის დასახლებაში დაზიანებული წყალმომარაგების მილის აღდგენითი სამუშაოები გასული ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს წყალმომარაგება დღეს, დღის 16:00 საათზე აღუდგებათ.
კომპანიის განცხადებით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში