Messenger-ი შეფერხებით მუშაობს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

Facebook-ის საკომუნიკაციო პლატფორმა Messenger-ი ბოლო რამდენიმე საათია შეფერხებით მუშაობს. შეფერხების შესახებ წერენ როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთაც. ინტერნეტპლატფორმა Downdetector-ის ინფორმაციით, ხარვეზების შესახებ საჩივრები აქტიურად შედის როგორც "მესენჯერის" ასევე ინსტაგრამის შესახებაც.  Downdetector-ზე Messenger-ის ხარვეზების შესახებ შემოსული საჩივრების მატება თბილისის დროით, დაახლოებით, 13:30 საათზე დაიწყო. მომხმარებლები ყველაზე ხშირად ასაჩივრებდნენ შეტყობინებების გაგზავნის პრობლემას. ასევე უჭირდათ სერვერთან დაკავშირება და "მესენჯერში" შესვლა.  ჯერჯერობით "ფეისბუკს" ხარვეზების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.    https://www.radiotavisupleba.ge/a/30993798.html #ახალი_ამბები #twitter