ნიუ-იორკის შტატში Covid 19-ით ერთ დღეში 207 ადამიანი დაიღუპა
Tbilisi Daily
ნიუ-იორკში გასულ 24 საათში კორონავირუსით 207 ადამიანი დაიღუპა. ახალი მონაცემები ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ წარადგინა.
რაც შეეხება ინფიცირებულთა რიცხვს, მისი განცხადებით, ნიუ-იორკის შტატში კორონავირუსის 521 შემთხვევა დაფიქსირდა.
„ჩვენ ჩაკეტვის გადწყვეტილება 20 მარტს მივიღეთ. მაშინ, კორონავირუსის შემთხვევების ის რიცხვი გვქონდა, რაც ახლა გვაქვს. ეს იყო მტკივნეული დრო, 10 მარტიდან 9 მაისამდე“ , - აღნიშნა გუბერნატორმა.
კუომოს თქმით, დაღუპულთა „რიცხვი კვლავ საშინლად მაღალია, მაგრამ უკეთესი".