საქართველოში 10-ზე მეტით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე დღეს, 15 სექტემბერს განახლებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 1381-ია. ამავე საიტზე 14 სექტემბერს აღრიცხული იყო გამოჯანმრთელების 1369 შემთხვევა. ამასთან, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საიტზე, 14 სექტემბერს ეს მაჩვენებელი 1370-ს შეადგენდა. დღეს დილით საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. https://www.radiotavisupleba.ge/a/30839470.html #ახალი_ამბები #twitter #კორონავირუსი_(covid-19)