თამარ ჟვანიამ ხელი მოაწერა საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელ ოქმს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაასრულა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამება. ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ხელი მოაწერა არჩევნების შემაჯამებელ ოქმს.
თამარ ჟვანიამ ხელმოწერამდე გამოაცხადა თითოეული ბარიერგადალახული საარჩევნო სუბიექტის მიერ მოპოვებული საპარლამენტო მანდატების რაოდენობა.
„ქართული ოცნება" - 90 დეპუტატი;
ენმ - „ძალა ერთობაშია" - 36 დეპუტატი;
„ევროპული საქართველო" - 5 დეპუტატი;
„ლელო" - 4 დეპუტატი;
„პატრიოტთა ალიანსი" - 4 დეპუტატი;
„სტრატეგია აღმაშენებელი" - 4 დეპუტატი;
„გირჩი" - 4 დეპუტატი;
ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები" - 2 დეპუტატი;
„ლეიბორისტული პარტია" - 1 დეპუტატი.
„გასაგებია, რომ დღეს ამ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარე, მათი თვალთახედვით არის გაყალბებული არჩევნები, სანამ არ მოხდება სასურველი შედეგების დადგომა, მაგრამ ეს ასე ვერ იქნება", - თქვა თამარ ჟვანიამ და დაამატა, - „გვაქვს თმენის ვალდებულება, ძალიან ბევრს ვისმენთ".
https://www.radiotavisupleba.ge/a/30982276.html
#ახალი_ამბები
#twitter