"მომზადებულია მთავრობის დადგენილება, რომელიც რამდენიმე დღეში შევა ძალაში"

Tbilisi Daily

ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ერ­თო ინ­ცი­დენ­ტე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლით სა­ქარ­თვე­ლო ე.წ. და­ბალ დი­ა­პა­ზონ­შია, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა თან­და­თან მა­ტუ­ლობს. „ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი მა­ტე­ბა, რაც აღი­ნიშ­ნე­ბა ჩვენ­თან საკ­მა­ოდ სა­ყუ­რა­დღე­ბოა, ერ­თა­დერ­თი გახ­ლავთ ბოლო პო­ზი­ტი­ვი ის, რომ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა თან­და­თა­ნო­ბით მა­ტუ­ლობს და ეს მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ შემ­თხვე­ვა­თა უმე­ტე­სო­ბა არის უსიმპტო­მო და მსუ­ბუ­ქი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის. ამი­ტომ არის, რომ აჭა­რა­ში და­ი­წყო პი­ლო­ტი­რე­ბა, რო­მე­ლიც გად­მო­ტა­ნი­ლია უკვე იმე­რეთ­შიც და თბი­ლის­შიც - უსიმპტო­მო და მსუ­ბუ­ქი პა­ცი­ენ­ტე­ბის ბი­ნა­ზე მარ­თვის. ასე­თი უკვე 1000-ზე მე­ტია აჭა­რა­ში. ისი­ნი წარ­მა­ტე­ბით იმარ­თე­ბი­ან ბი­ნა­ზე და მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მათ მხო­ლოდ დაკ­ვირ­ვე­ბა და ოჯა­ხის ექი­მის კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი სჭირ­დე­ბათ“, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ. გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან მყო­ფი ახლო კონ­ტაქ­ტე­ბი - ოჯა­ხის ან სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი კონ­ტაქ­ტე­ბი ყო­ველ­გვა­რი ტეს­ტი­რე­ბის გა­რე­შე პირ­და­პირ უნდა გა­და­ვიდ­ნენ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში. ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის თქმით, ახლო კონ­ტაქ­ტე­ბი 12 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა იყ­ვნენ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში. „შევ­ჯერ­დით, სა­მი­ნის­ტრო­ში წარ­ვად­გი­ნეთ დად­გე­ნი­ლე­ბა, რომ ინი­ფიც­რე­ბუ­ლე­ბის ახლო კონ­ტაქ­ტე­ბი, ოჯა­ხის და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი კონ­ტაქ­ტე­ბი ყო­ველ­გვა­რი ტეს­ტი­რე­ბის გა­რე­შე პირ­და­პირ უნდა გა­და­ვიდ­ნენ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში. სახ­ლში უნდა დარ­ჩნენ ან კა­რან­ტინ­ში. შემ­დგომ, 12 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, თუ ისი­ნი უსიმპტო­მო­ე­ბი არი­ან, არ უტარ­დე­ბათ ტეს­ტი­რე­ბა. 12 დღის შემ­დგომ კი თა­ვი­სუფ­ლე­ბი არი­ან. თუ მოხ­და კი­დეც ინ­ფი­ცი­რე­ბა ან ჰქონ­დათ უსიმპტო­მო ინ­ფი­ცი­რე­ბა, გა­დამ­დე­ბე­ბი აღარ არი­ან. თუ 12 დღის გან­მა­ავ­ლო­ბა­ში წარ­მო­ეშ­ვე­ბათ სიმპტო­მი-ხვე­ლა, ტემ­პე­რა­ტუ­რა, სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა, უკავ­შირ­დე­ბი­ან ექიმს“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ. გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, შე­საძ­ლოა, შე­მოდ­გო­მა­ზე კო­რო­ნა­ვირუსს გრი­პის ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი ინ­ფექ­ცი­აც და­ერ­თოს. რო­გორც მან გა­ნა­ცხა­და, კლი­ნი­კუ­რად კო­რო­ნა­ვირუს­სა და გრიპს შო­რის ბევ­რი მსგავ­სე­ბაა, თუმ­ცა სა­ბო­ლოო დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად ხდე­ბა. „კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­აც გახ­ლავთ რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცია თა­ვი­სი კლა­სი­კუ­რი ბუ­ნე­ბით. ალ­ბათ, ნო­ემ­ბერ­ში ამას გრი­პის ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი ინ­ფექ­ცი­აც და­ერ­თვე­ბა. ძა­ლი­ან ბევ­რი კლი­ნი­კუ­რი მსგავ­სე­ბა აქვთ, თუმ­ცა გა­მოც­დილ ექიმს შე­უძ­ლია, რომ კლი­ნი­კუ­რად დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა გა­ა­კე­თოს, მაგ­რამ სა­ბო­ლოო დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად ხდე­ბა. რეს­პი­რა­ცი­ულ სე­ზონ­ზე მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა ყო­ველ­თვის იზ­რდე­ბა და ალ­ბათ, წელ­საც გა­იზ­რდე­ბა“,-გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ. მისი თქმით, ჯერ კო­ვიდ19-ის და გრი­პის ვირუ­სის თა­ნა­არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ გა­მოც­დი­ლე­ბა არ არის, ამი­ტომ მო­სახ­ლე­ო­ბა მზად უნდა იყოს. „ის, რა­საც დღეს კო­რო­ნა­ვირუ­სულ ინ­ფექ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვა­კე­თებთ, მა­გა­ლი­თად, პირ­ბა­დეს ატა­რებთ, დის­ტან­ცი­ას იცავთ, ხე­ლებს ხში­რად იმუ­შა­ვებთ, ზუს­ტად იგი­ვე პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბია გრი­პთან მი­მარ­თე­ბი­თაც. ამი­ტომ, არ გა­მო­რი­ცხავ, ამან სა­სი­კე­თოდ იმოქ­მე­დოს და გრი­პი წელს შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი ეფექ­ტით იყოს“,-გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ. რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, „მე­დი­ცი­ნა ჯერ­ჯე­რო­ბით უძ­ლუ­რია“ კო­რო­ნა­ვირუს­თან. „უნდა გა­ვი­თა­ვი­სოთ, რომ, რა თქმა უნდა, სა­ხელ­მწი­ფოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა ზრუნ­ვა თა­ვის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე, მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფო, დამ­საქ­მებ­ლე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა - ეს სა­მი­ვე შტო უნდა ვი­ყოთ ერ­თად. ასე­ვე, დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა დამ­საქ­მებ­ლე­ბის, რო­გო­რი იქ­ნე­ბა მათი პი­რა­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რომ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ტემ­პე­რა­ტუ­რით ადა­მი­ა­ნი არ და­იშ­ვას, რომ კონ­ტაქ­ტე­ბი იზო­ლა­ცი­ა­ში იქ­ნას გა­დაყ­ვა­ნი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ. რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძე აცხა­დებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ­ზე მეტი PCR ტეს­ტია მა­რაგ­ში და ამ მხრივ დაბ­რკო­ლე­ბა არ არის. „და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ­ზე მეტი ტეს­ტი გვაქვს მა­რაგ­ში, ასე­ვე, გვაქვს 200 ათა­სამ­დე სწრა­ფი ტეს­ტი. ამ მხრივ ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რკო­ლე­ბა არ არის, ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­თა რა­ო­დე­ნო­ბაც იმა­ტებს, იყო 22 და კი­დევ ემა­ტე­ბა 3 ლა­ბო­რა­ტო­რია, რომ გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა იყოს. მთა­ვა­რი არის ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რაც უნდა გა­მო­ი­ხა­ტოს იმ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში, რა­საც ვსა­უბ­რობთ. მი­ვეჩ­ვი­ეთ ცხოვ­რე­ბას პირ­ბა­დეს­თან ერ­თად, ამა­ზე კარ­გი თავ­დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ არის, არ შე­ვიკ­რი­ბოთ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ერ­თად, და­ვიც­ვათ სა­ნი­ტა­რულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი“ , - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.