გისურვებთ ბედნიერებასა და კეთილდღეობას — მაკრონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
On.ge
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისალოცი წერილი მან სალომე ზურაბიშვილის გაუგზავნა, ტექსტს კი საფრანგეთის საელჩო აქვეყნებს.
"საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, თქვენ და ქართველ ხალხს ბერდნიერებასა და კეთილდღეობას გისურვებთ. [...] საფრანგეთსა და საქართველოს დიდი ხანია, რაც განსაკუთრებული, მეგობრული და ნდობით აღსავსე ურთიერთობა აქვთ. ჩვენი თანამშრომლობის ხარისხი განმტკიცდა "დიმიტრი ამილახვარის" სახელობის სტრუქტურული დიალოგის დაარსებით, რომელიც დავიწყეთ პარიზში თქვენი ვიზიტისას, 2019 წლის თებერვალში, და რომლის პირველი რაუნდი პარიზში, გასულ დეკემბერში გაიხსნა.
#news
#politics
https://on.ge/story/56882-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%97-%E1%83%91%E1%83%94%E1%83%93%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A1