გრიგოლ ვაშაძე - ვარ აბსოლუტურად მიკნავლებული...არ ვიცი აქციაზე ვიქნები, თუ არა

Tbilisi Daily

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რის გრი­გოლ ვა­შა­ძის თქმით, ჯერ არ იცის იქ­ნე­ბა თუ არა დღეს და­ა­ნონ­სე­ბულ ოპო­ზი­ცი­ის აქ­ცი­ა­ზე. რო­გორც მან "ტვ პირ­ვე­ლის" სტუ­დი­ა­ში სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, სი­ცხე აქვს და აქ­ცი­ა­ზე წას­ვლაც მის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. "სი­ცხე მაქვს, გა­ვი­კე­თე ვაქ­ცი­ნა. ორ­თვი­ა­ნი ჯაჯ­გუ­რი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო ჩემი თქვენ­თან, სტუ­დი­ა­ში მოს­ვლა­ზე, პა­ტი­ო­სან სი­ტყვას გაძ­ლევთ არ მო­ვი­დო­დი, რად­გან ვარ აბ­სო­ლუ­ტუ­რად მიკ­ნავ­ლე­ბუ­ლი. აქ­ცი­ას რაც შე­ე­ხე­ბა, თუ სი­ცხე არ მექ­ნე­ბა, ვიქ­ნე­ბი" - აღ­ნიშ­ნა ვა­შა­ძემ. ცნო­ბის­თვის, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ოპო­ზი­ცია დღეს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას გა­მარ­თავს. აქ­ცი­ა­ზე ოპო­ზი­ცია ცეს­კოს მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს გა­აპ­რო­ტეს­ტებს. საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ 15:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა. აქ­ცი­ას სხვა­დას­ხვა ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შე­უ­ერ­თდე­ბი­ან.