მარნეულის მოსახლეობას ISUZU-ს მარკის 5 ახალი ავტობუსი მოემსახურება

Marneuli Daily

მარნეულის მუნიციპალურ ავტოპარკს შემოდგომიდან, დიზელის ძრავზე მომუშავე Euro 5 ემისიის სტანდარტის 5 ერთეული საზოგადოებრივი ავტობუსი დაემატება. აღნიშნულ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთანურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მერიამ, ISUZU-ს მარკის საზოგადოებრივი ავტობუსების შესაძენად ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს „ჯი-თი გრუპ“-თან,ხელშეკრულება უკვე გააფორმა. მხარეებს შორის ხელშეკრულებას ხელი, მუნიციპალიტეტის მერიაში მოეწერა. მუნიციპალიტეტმა, ავტობუსების შესაძენად მიმდინარე წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 311 000 ლარი გამოყო. ავტობუსები, 25 მგზავრზეა გათვლილი, აქვს 21 დასაჯდომი ადგილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. #ISUZU #ავტობუსი #მარნეული #MARNEULIDAILY #news #ახალიამბები