ბათუმში დააკავეს პირი, რომელმაც ქალი დანით დაჭრა - შსს
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ბათუმში 26 წლის მამაკაცი დააკავეს. ის წარსულში ნასამართლევი პირია.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა9 აპრილსურთიერთშელაპარაკებისასქალს ცივი იარაღის გამოყენებით ზურგის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
უწყების ცნობითამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.