თელავში დაკარგულს ეძებენ - 70 წლის მამაკაცი 4 დღის წინ გაუჩინარდა
Pirveliradio Ge
თელავში დაკარგულ ადამიანს ეძებენ. 70 წლის მამაკაცი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში სახლიდან ოთხი დღის წინ გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.
ოჯახმა საკუთარი ძალებით უშედეგო ძებნის შემდეგ, სამართალდამცველებს მიმართა. სამძებრო პროცესში ჩართულია პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი.