სამეფო ოჯახის ახალი ფოტოები - პრინც უილიამის დაბადების დღის აღსანიშნავად

Tbilisi Daily

კენსინგტონის სასახლემ პრინც უილიამის დაბადების დღის აღსანიშნავად კემბრიჯის ჰერცოგის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, სურათების ავტორი უილიამის ცოლი, ჰერცოგინია კეტრინია. ფოტოებზე პრინცი, რომელიც 21 ივნისს 38 წლის გახდა თავის შვილებთან - პრინც ჯორჯთან, პრინცესა შარლოტასა და პრინც ლუისთან ერთად არის გამოსახული. კეტრინის მიერ გადაღებული კიდევ ერთი ფოტო პრინც ჩარლზის წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს და უილიამს დაბადების დღე მიულოცეს. სურათზე ჩარლზი უფროს ვაჟს ეხუტება.