Ქუთაისის ინფექციურში 2 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა
Tbilisi Daily
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. მათ შორის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი.
ორივე პაციენტს თანმდევი დაავადებები ქონდა, რის გამოც მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.
"24 საათის განმავლობაში, გარდაიცვალა ორი პაციენტი, 65 და 85 წლის მამაკაცები. პაციენტებს კორონავირუსთან ერთად თანმდევი დაავადებები ქონდათ. მათი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა მძიმედ. 65 წლის მამაკაცი 59-ე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო. მას ვირუსთან ერთად აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია, თანმხლები დაავადებებიდან, ქრონიკული B ჰეპატიტი , არტერიული ჰიპერტენზია, გულის ქრონიკუკი უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტის მე-2 ტიპი.
კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე , დაავადების მძიმე მიმდინარეიბის გამო,სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა",- განაცხადა მაღლაფერიძემ.
კლინიკაში Კორონავირუსით ინფიცირებული 72 პაციენტი გადის მკურნალობას.