ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი ცოლის ცემის ბრალდებით დააკავეს

Tbilisi Daily

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, სავარაუდოდ, ყოფილი ცოლის ცემის ბრალდებითაა დაკავებული - ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს ნომერი პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობენ. რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, პროფესიონალი ქართველი ჩოგბურთელი ყოფილი ცოლის ცემის ბრალდებითაა დაკავებული. როგორც წყარო ეუბნება რადიო თავისუფლებას, შსს-მ ის 22 მაისს დააკავა. შემაკავებელი ორდერია გამოწერილი ნიკა ბასილაშვილის მამაზეც. 21 მაისს, ნიკა ბასილაშვილი და მისი მამა, ახალგაზრდა ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიც. დაზარალებულს იცავს არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის". #news#სამართალი# ჩოგბურთელი#ნიკოლოზ ბასილაშვილი#სასამართლო პროცესი#