გლდანის ბაზრის მოვაჭრეები აცხადებენ, რომ დასაწყობებული პროდუქტი ფუჭდება და ნაგავში ყრიან
On.ge
გლდანის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებმა დასაწყობებული პროდუქტი, ტომრებში შენახული მწვანილი ნაგვის ურნაში გადაყარეს. შესაბამისი კადრები მთავარმა არხმა გაავრცელა. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ პროდუქტს დიდი ხანია ინახავენ, მათი რელიზაციის საშუალება კი არ აქვთ და უკვე გაფუჭდა. მათ სცადეს ბაზრის გარეთ გაეყიდათ პროდუქტი, თუმცა მუნიციპალურმა ინსპექციამ ისინი გააფრთხილა.
"მოვიტანე 9-ათასლარიანი საქონელი — კიტრი, პომიდორი და ასეთი რაღაცები. მიფუჭდება. იძულებული გავხდი, ჩემსავით გაჭირვებული ხალხი გამოვიდა და გაყიდა აქ [ბაზარს გარეთ]. მოვიდა პატრული, ზედამხედველობა და გვითხრა, ჩქარაო, ვითომ რამეს ვაშავებდით, აიღეთ ეს უნდა გადაგიყაროთ ურნაშიო, გადით აქედანო, ძაღლებს რომ გაყრი, ისე", — ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე მთავარ არხთან საუბარში.
#news
https://on.ge/story/55359-%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%96%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9C-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A7%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C