ღარიბაშვილი კალანდაძე აცხადებდა დავით გარეჯის კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობსო

Tbilisi Daily

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ქალბატონი კალანდაძე გამოვიდა და განაცხადა, რომ დავით გარეჯის კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანის მხარის ტერიტორიაზე მდებარეობსო. მაშინდელი კულტურის მინისტრი, რურუა ასევე ამტკიცებდა, სამწუხაროდ ასე არისო, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „ნამდვილი რიცხვები“ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციაში არიან სულგაყიდული პოლიტიკოსები, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებთ ჩვენი ქვეყნის ბედი, არც ჩვენი ტერიტორიები და საერთოდ არაფერი. „რასაც მიქაელ ბოტკოველი აცხადებდა, ეს არის საპატრიარქოს პოზიცია 2007 წელს. ამ მოღალატეებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ და მოსახლეობას განვუმარტოთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ქალბატონი კალანდაძე გამოვიდა და განაცხადა, რომ დავით გარეჯის კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანის მხარის ტერიტორიაზე მდებარეობსო. მაშინდელი კულტურის მინისტრი, რურუა ასევე ამტკიცებდა, სამწუხაროდ ასე არისო. ბატონი ნოღაიდელის წერილი, რომელმაც განმარტა რატომ მისწერა წერილი და მიაწერინა რეალურად სააკაშვილმა, ეტყოდა მიეწერა და მისწერდა, რა უნდა ექნა“, - განაცხდა ირაკლი ღარიბაშვილმა.