ტაქსით გადაყვანის წესი იცვლება
Batumi Daily
ბათუმში ტაქსით გადაყვანის წესი იცვლება
ქალაქ ბათუმის მერია განცხადებას ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსით შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მგზავრთა ტაქსით გადაყვანის წესი იცვლება.
კერძოდ, წესდება რიგი შეზღუდვა. ტაქსიში მგზავრობისას ავტომობილის ფანჯრები უნდა იყოს ღია. მგზავრი მძღოლის გვერდით არ უნდა დაჯდეს, ხოლო მანქანის უკანა სავარძელზე მაქსიმუმ ორი მგზავრის განთავსებაა ნებადართული, დისტანციის დაცვით.
ტრანსპორტის გამოყენების წესის ცვლილება დაკავშირებულია კორონავირუსის საფრთხესთან. სხვა შეზღდუვები ეხება მატარებლითა და სამარშრუტო ტაქსით მოძრაობას ქალაქებს შორის. დღეისთვის, მატარებლით მგზავრობა უკვე შეჩერებულია.
#ბათუმი
#ტაქსი
#შეზღუდვა
#კორონავირუსი
#batumidaily