საქართველოში კორონავირუსით კიდევ 30 ადამიანი გარდაიცვალა და 3 157 დაინფიცირდა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 30 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 733-მდე გაიზარდა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 3157 შემთხვევა.
თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 82 835 შემთხვევა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 3230 -ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 65 291.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30952228.html
#ახალი_ამბები
#twitter
#კორონავირუსი_(covid-19)