კოვიდსიტუაცია აჭარაში
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ქვეყანაში ყოველდღიურად იზრდება. მხოლოდ დღეს 227 ადამიანს დაუდასტურდა კოვიდინფექცია. მათგან 165 ინფიცირებული აჭარაშია. ეს არის ყველაზე მაღალი ციფრი, აქამდე დადასტურებულ შემთხვევებს თუ შევადარებთ.
რეგიონში ვირუსით ინფიცირებულ პაციენტებს 8 სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობენ. მათ ნაწილში ახალ პაციენტს ვერ მიიღებენ, რადგან ადგილები არ არის. მაგალითად უკვე სრულად შეივსო საწოლფონდი კლინიკა ,,ბაუში“.
ბოლო 24 საათში საქართველოშიკორონავირუსით გარდაიცვალა 2 პაციენტი, მათ შორის ერთი აჭარაში.