ზუგდიდში ატრაქციონები ორშაბათს გაიხსნება.
Zugdidi Daily
ზუგდიდში, ფრანგულ პარკში არსებული საბავშვო ავტოდრომისა და ატრაქციონის გახსნას ორშაბათს გეგმავენ.
მერია ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს :
„უსაფრთხოების ყველა ნორმა იქნება დაცული. მუდმივად ჩაუტარდება დეზინფექცია და ასევე გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს სხვა რეკომენდაციები.”
მუშაობის განრიგი უცვლელი რჩება და ატრაქციონები ორშაბათის გარდა ყოველდღე იფუნქციონირებს.
#ზუგდიდი #ფრანგულიპარკი #ავტოდრომი #ატრაქციონი #ზუგდიდისმერია #zugdididaily