აშშ-ში ხმების დათვლა გრძელდება
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
აშშ-ში გრძელდება ქვეყნის 46-ე პრეზიდენტის ასარჩევად მიცემული ხმების დათვლა.
თბილისის დროით 9:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 214 წევრის ხმა აქვს, ხოლო ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, დემოკრატ ჯო ბაიდენს 253.
ამერიკელები პრეზიდენტს ირჩევენ არა პირდაპირ, არამედ შტატების მცხოვრებთა რაოდენობის პროპორციულად დაკომპლექტებული 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით.
არჩევნებში გასამარჯვებლად პრეზიდენტობის კანდიდატს სჭირდება სულ მცირე 270 ხმა.
აშშ-ში ხმის წინასწარ, მათ შორის ფოსტით მიცემის უფლებით ისარგებლა დაახლოებით ასმა მილიონმა ამომრჩეველმა, ამიტომ ხმების დათვლას შესაძლოა, დღეები დასჭირდეს.
დონალდ ტრამპმა ხმების დათვლის დასრულებამდე გამოაცხადა, რომ გაიმარჯვა, რასაც ჯო ბაიდენის შტაბში უწოდეს აღმაშფოთებელი, უპრეცედენტო და არასწორი ქმედება.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30931182.html
#ახალი_ამბები
#twitter