ტყის და მინდვრის ხანძარი 7 ლოკაციაზე ფიქსირდება​

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,500 მეხანძრე-მაშველი 7 ლოკაციაზე განაგრძობს ცეცხლის ქრობის სამუშაოებს.უწყების ცნობით, ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ტყისა და მინდვრის ხანძრების შედეგად კი არავინ დაშავებულა. არსებული 7 კერიდან სამი კერა ლოკალიზებულია და მიმდინარწობს სალიკვიდაციო სამუშაოები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი დარჩენლია, სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმში და შიდა ქართლში. შვიდი კერიდან 4 სამეგრელოშია, მათ შორის ერთი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, სამზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები. 2 კერაა წალენჯიხაში, სოფელ სქურში, ერთი სფელ ფახულანში და ერთის მარტვილში, სოფელ დობარაზენში. 2 კერაა დარჩენილი რაჭა-ლეჩხუმიში, მათ შორის ერთი ლოკალოზებული. ონში რჩება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება ქრობის სამუშაოებში. ხანძარი ლოკალიზებულია ასევე შიდა ქართლში, კასპში, რკონის ხეობაში და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.