გუჯაანის და ველიციხის ეპარქიამ მოძღვრებს ურჩია ლიტურგია მრევლის გარეშე, ან დილით გამართონ

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141852 საქართვლეოს მართლმადიდებელი ეკლესიის გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიის მოძღვრებს ეპისკოპოსმა ურჩია სააღდგომო ლიტურგია ან მრევლის გარეშე გამართონ, ან წილვა დილით აღავლინონ. მსგავსი განცხადება გააკეთა მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე ეპარქიამ. კერძოდ, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის თქმით, ფოთის ეპარქიაში ღამით სააღდგომო წირვა არ ჩატარდება, მაგრამ მრევლი ეკლესიებში დილით მისვლას მაინც შეძლებს. იგივე გადაწყვეტილება მანამდე ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ მიიღო. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერის, დეკანოზ იოანე გორელიშვილის განცხადებით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში სააღდგომო ღამის ღვთისმსახურება გაიმართება მხოლოდ ეპარქიაში არსებულ მონასტრებში, მრევლის გარეშე, ხოლო სამრევლო ტაძრებში სააღდგომო წირვა დაიწყება აღდგომის დღეს, 19 აპრილს, დილის 7 საათზე.