ბაიერნი მეგა ტრანსფერს 2021 წლისთვის გადადებს
Headline Sport
BILD-ის ცნობით ბაიერნი კაი ჰავერცის ტრანსფერს მომავალი ზაფხულისთვის გადადებს.
20 წლის ფეხბურთელი, გერმანული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავია, თუმცა ბაიერნის ხელმძღვანელობამ წელს უფრო პრიორიტეტულად მეორე ახალგაზრდა გერმანელის, ლეროი სანეს ტრანსფერი ჩათვალა და დიდი ალბათობით ამ ზაფხულს ოფიციალურად გაუფორმებენ.
კორონავირუსის კრიზისიდან გამომდინარე, სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილება იქნება თუ რეკორდმაისტერი მეორე დიდი ტრასფერისგან თავს შეიკავებს.
გერმანულ გრანდს იმედი უნდა ქონდეს, რომ ნიჭიერი შემტევი ნახევარმცველი სხვაგან არ გადაწყვეტს წასვლას. ბაიერნის გარდა, მისით სხვა ევროპული გრანდებიც არიან დაინტერესებული, ბარსელონა, ლივეპული და რეალიც.
თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, არსებული ფინანსური მდგომარეობის გამო ვინმემ ლევერკუზენის მოთხოვნილი €100 მილიონი გადაიხადოს.
#headlinesport
#sport
#football
#transfers
#havertz
#sane
#bayern
#liverpool