PCR​ ტესტით დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს კარანტინი არ შეეხებათ

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საქართველოში დაბრუნებულ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთაც თან PCR ტესტის პასუხი ექნებათ, საკარანტინესივრცეში აღარგადაიყვანენ.გიორგი გახარიასგანცხადებით, გადაწყვეტილება დღეს მიიღეს. საკარანტინო სივრცეებში გადაყვანის სქემა, ახალი ფრენების გახსნის შემდეგ ამოქმედდება. ''ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ საკარანტინესივრცე არის ძირითადი ბუფერი, რომ ვირუსის ქვეყანაში შემოსვლაშევაჩეროთ. ამ მეთოდმა დიდი როლი შეასრულა, ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე. დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მას შემდეგ რაც დაემატება და გაიხსნებაახალი ფრენები საკარანტინესივრცეებში მოქალაქეების გადაყვანის სქემა შეიცვლება. ჩვენს ყველა მოქალაქეს, რომელიც სამშობლოში ბრუნდება და თან PCR ტესტი ექნება, საკარანტინე სივრცე აღარ დასჭირდება. ექნება შესაძლებლობა 12 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში გადავიდეს. ეს ის მოთხოვნაა, რაც მან უნდა დააკმაყოფილოს. იმ მოქალაქეებს, რომელთაც PCR ტესტი არ ექნებათ, შეეძლებათ, ზუსტად ისევ ისე გამოიყენონ საკარანტინე სივრცე“, - განაცხადაგიორგი გახარიამმთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.