იტალიაში კორონავირუსის 16 079 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Tbilisi Daily

იტალიაში კორონავირუსის 16 079 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების შემდგომ. წინა დღის რეკორდული მაჩვენებელი 15 199 ახალი დაინფიცირებული იყო. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ბოლო დღე-ღამეში კიდევ 136 გარდაცვლილის შესახებ იუწყება. მთლიანობაში, კოვიდ-19-ს იტალიაში 36 968 პირი ემსხვერპლა, ხოლო დაინფიცირდა 465 726 ადამიანი. ამჟამად ვირუსი ყველაზე მეტად ლომბარდიის რეგიონშია გავრცელებული.