გორში მწვანე ზოლის გასარწყვიანებისთვის ახალი სისტემა მოეწყობა
Gori Daily
გორში არსებულ მწვანე სივრცეების გასარწყავიანების მიზნით, ახალი სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 477 627 ლარია.
სარწყავი სისტემა მოემსახურება ახალბაღს, სტალინის ბაღს, ლომჭაბუკის, თეატრისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის სკვერებს, ასევე სტალინისა და აღმაშენებლის გამზირზე არსებულ გამწვანების ზოლებს.
სისტემის საშუალებით წყლით მომარაგდება ქალაქში არსებული შადრევნებიც (სტალინის ბაღი, თეატრის სკვერი, ახალბაღი, იუსტიციის სახლის მიმდებარედ, შიოს წყაროსთან).
პროექტის მიხედვით იგეგმება მაგისტრალური ქსელის მოწყობა და შიო მღვიმელის ქუჩაზე არსებული სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია. ობიექტი, რომელიც ამ ეტაპზე აღარ ფუნქციონირებს, ათეული წლები წინ ქალაქს წყლით ამარაგებდა.
პროექტი ხელს შეუწყობს ქალაქის ინფრასტრუქტურისა და იერსახის გაუმჯობესებას.
#გორი
#ინფრასტრუქტურა
#goridaily