არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ - შსს
Pirveliradio Ge
სამართალდამცველებმა იმერეთში ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით 1971 წელს დაბადებული პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთერთ სოფელში, 23 აგვისტოს 11 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს. უწყების ცნობით, ბრალდებული არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც სავარაუდოდ არასრულწლოვნის თვითმკვლელობა გამოიწვია.
ოჯახური ნიშნით ჩადენილ თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 115 მუხლის პირველი ნაწილი მიმდინარეობს.
დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.