Agil Abdullayev: "Changing Room"

9
"The Why Not Gallery"-ი წარმოგიდგენთ აზერბაიჯანელი ხელოვანის, აგილ აბდულაევის პირველ პერსონალურ გამოფენას თბილისში, სახელწოდებით- ‘გამოსაცვლელი ოთახი’.
გამოფენა შთაგონებულია მხატვრის ბოლოდროინდელი კვლევით, რომელიც ფოკუსირებულია ქვიარ კრუიზირების კულტურებზე (queer cruising cultures) აზერბაიჯანსა და საქართველოში. სათაურით ‘დაე შეეხოს ჩემი ხელი კაცს’ ეხება როგორც ისტორიულ პერსპექტივებს, ასევე მოიცავს თანამედროვე კულტურულ შეხედულებებს. ციფრული აპლიკაციების, ურბანული ფენებისა და ლგბტქ+ (ლესბოსელი, გეი, ტრანსგენდერი, ბისექსუალი და ქვიერ +) კულტურების კომოდიფიკაცია მიგვანიშნებს იმას, რომ ტრადიციული საკრუიზო ადგილები მუდმივად ცვალებადი სტრუქტურებია. გეოსივრცულმა ტექნოლოგიებმა შექმნა ფსიქო-სექსუალური გეოგრაფია, რომელიც ვრცელდება ციფრულად დაკავშირებულ სახლებსა და პროფილებზე.
გამოფენა წარმოიდგენს კერძო კლუბების გარემოს, როგორც არაჰეტერო არქიტექტურის მწარმოებელ სტრუქტურებს, სადაც მონაწილეებს ეძლევათ შანსი შეიცვალონ ფიზიკური და ფსიქოლოგიური იერსახე, რომ სასურველი პერსონაჟები განასახიერონ ბნელ სივრცეებში. ხელოვანი ახლად დახატული ნახატების სერიის მეშვეობით წარმოადგენს აშენებული გარემოს პატრიარქალურ ბუნებას. კრუიზინგი ერთდროულად აღიქმება, როგორც წინააღმდეგობა, ავანგარდი და ენა, რომელიც აქტუალურია როგორც ლგბტქ+ წრეებისთვის ასევე მის ფარგლებს გარეთ.
დასწრება უფასოა.
გალერეა ღიაა ყოველდღე, ორშაბათის გარდა.
9