უპს 🫢🤔
• ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ჩვენი თითის ანაბეჭდები სულაც არ არიან უნიკალური, რაც პოტენციურად უდიდესი დარტყმაა სასამართლო მეცნიერების დიდხნიანი ქვაკუთხედისთვის.
Futurism-ის თანახმად, ნამუშევარი, რომელიც ჟურნალ
Science Advances-ში გამოქვეყნდა როგორც კვლევა, მოიცავდა ხელოვნური ინტელექტის მოდელის გამოყენებას, რომელიც ჩვეულებრივ სახის ამოცნობისთვის გამოიყენება, ხოლო მეცნიერებმა თითის ანაბეჭდებში ისეთი შაბლონებისა და იდენტიფიკატორების ამოცნობისთვის დააკონფიგურირეს, რომელსაც შესაძლოა ადამიანი ვერ ამჩნევდეს.
როგორც
BBC ამბობს, "ეი-აიმ" 75-დან 90 პროცენტამდე სიზუსტით განსაზღვრა ეკუთვნოდა თუ არა სხვადასხვა ტიპის თითის ანაბეჭდები ერთსა და იმავე ადამიანს.
» „ცხადია, რომ იგი არ იყენებს ტრადიციულ მარკერებს, რომლებსაც კრიმინალისტები იყენებენ ათწლეულების განმავლობაში“, - განუცხადა "ბი-ბი-სის" კვლევის თანაავტორმა ჰოდ ლიპსონმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის რობოტიკოსმა.
მკვლევრებმა თავიანთი "ეი-აი" მოდელი 60 000 თითის ანაბეჭდის მონაცემთა ბაზაზე გაწვრთნეს.
კვლევის წამყვანმა ავტორმა, კოლუმბიის უნივერსიტეტიდან,
CNN-ს განუცხადა, რომ AI-მ შეძლო თითის ისეთი დეტალების მიღმა შეხედვა, რომლებსაც დეტექტივები საუკუნეების განმავლობაში ეყრდნობიან.
» ,,ისინი შესანიშნავია თითის ანაბეჭდების შესაბამისობის დასადგენად, მაგრამ არ არიან სანდო ერთი და იმავე ადამიანის თითის ანაბეჭდებს შორის კორელაციის დასადგენად”, - განუცხადა გუომ CNN-ს.
ამის ნაცვლად, ხელოვნური ინტელექტი ფოკუსირებული იყო ხვეულების კუთხეებსა და სიმრუდეზე ანაბეჭდის ცენტრში.
თეორიულად, ეს მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნას დანაშაულის რამდენიმე ადგილზე აღმოჩენილი სხვადასხვა ტიპის თითის ანაბეჭდების ერთსა და იმავე ადამიანთან დასაკავშირებლად.
» ,,ეს არა მხოლოდ დაგვეხმარება მეტი კრიმინალის დაკავებაში, არამედ შესაძლოა უდანაშაულო ადამიანებსაც თავიდან ააცილოს გამოძიების პროცესი და ვფიქრობ, რომ ეს საზოგადოების გამარჯვებაა,” - განუცხადა გუომ CNN-ს.
• მკვლევრების განცხადებებმა მნიშვნელოვანი კრიტიკა გამოიწვია სასამართლო მეცნიერების მხრიდან - სფერო, რომელშიც გუოსა და მის გუნდს კვლევის დაწყებამდე გამოცდილება საერთოდ არ ჰქონდათ.
ერთ-ერთი ასეთი კრიტიკოსი საიმონ კოული, კალიფორნიის უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის, სამართლისა და საზოგადოების პროფესორი, ამტკიცებს, რომ ეს დასკვნები, რომლებიც მართლაც საინტერესოა, სულაც არ არის რაიმე ახალი და შორს არის თანამედროვე კრიმინალისტიკის ტექნოლოგიების უარყოფისგან.
» ,,ჩვენ არ ვცდებოდით თითის ანაბეჭდებთან დაკავშირებით,” - განუცხადა საიმონმა CNN-ს.
„დაუმტკიცებელი, მაგრამ ინტუიციურად ჭეშმარიტი განცხადება, რომ არცერთი თითის ანაბეჭდია „ზუსტად ერთნაირი“ არ ეწინააღმდეგება იმას, რომ თითის ანაბეჭდები ერთმანეთის მსგავსია“, - დასძინა მან.
„სხვადასხვა ადამიანების, ისევე როგორც ერთი და იგივე ადამიანის თითის ანაბეჭდები ყოველთვის ჰგავდა ერთმანეთს."
მიუხედავად ამისა, გუო ამბობს, რომ მათი დასკვნები "უდავოა".
» „ჩვენ დავინახავთ თუ როგორ იყენებენ ადამიანები AI-ს, რათა აღმოაჩინონ ისეთი რამ, რაც, ფაქტობრივად, მუდამ იყო ჩვენს თვალწინ“, - განუცხადა გუომ CNN-ს.