Alec Baldwin-ი მის გარშემო დატრიალებულ ტრაგიკულ ამბავზე საუბრობს

18
„ვიცი, ვიღაც არის მომხდარზე პასუხისმგებელი, თუმცა დარწუნებული ვარ რომ ეს მე არ ვარ“- განუცხადა მსახიობმა „ABC News“-ს.
21 სექტემბერს, ფილმის გადაღებებზე ალექ ბოლდვინის მიერ გასროლილმა ტყვიამ 42 წლის კინემატოგრაფი ჰალინა ჰაჩინსი მოკლა.
რატომ იყო იარაღში ნამდვილი ტყვიები და რას მივაწეროთ დატრიალებული ტრაგედია ჯერ ჯერობით არავინ იცის.
სწორედ ამ თემებს შეეხო ABC News-ის ახალი ინტერვიუ.
ალექის თქმით მას წარმოდგენა არ ქონდა, რომ იარაღში ნამდვილი ტყვიები იდო, იმდენად დარწმუნებული იყო ამ ყველაფერში, რომ მკლელობის შემდეგ ეგონა, რომ ჰალენა ჰაჩინსს გული წაუვიდა.
"როცა უკვე გავაცნოებიერე რაც ხდებოდა უფრო რთული და მტკივნეული ეტაპი დადგა"
სანამ გასროლა იქნებოდა, მანამდე ბოლდვინი ჰაჩინსს იარაღს აჩვენებდა, ეკითხებოდა სწორად ეჭირა თუ არა. როცა დასტური მიიღო, მაშინ ჩახმახს ხელი გამოკრა და ეს უმძიმესი სურათი დაუდგა თვალწინ. 
სროლისთანავე, დიდი ყურადღება მიექცა რეჟისორის ასისტენტ დეივ ჰოლსს, რომლმაც გასროლამდე არა ერთხელ გააკეთა აქცენტი იმ ფაქტზე, რომ იარაღში ნამდვილი ტყვიები არ იდო, თუმცა ჯერ ჯერობით გამოძიებას დასკვნები არ გამოუტანია. 
18